|
2023-11-22 09:45:27, 1062 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - მივესალმები „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებას
მივესალმები „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, ზოგიერთი მძევალი, რომელმაც „ენით აღუწერელი განსაცდელი გაიარა“, შეთანხმების განხორციელებისთანავე ოჯახებს დაუბრუნდება. „მივესალმები ტერორისტულ ჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. მე უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში... როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად. აღნიშნული გარიგება მოწმობს დაუღალავი დიპლომატიისა და თავდადებული პიროვნებების მონდომებას შეერთებული შტატების მთავრობაში, რათა ამერიკელები სახლში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც. შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)