|
2023-11-18 12:36:18, 1116 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას France24-ი ავრცელებს. ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორის, მუჰამედ აბუ სალმიას თქმით, მას 650 პაციენტის, იძულებით გადაადგილებული პირების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია დაავალეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა განცხადება, რომ ღაზას სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში "ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. 16 ნოემბერს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც მათი განცხადებით, ღაზას სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს სამკურნალო ზონებში აღმოჩენილი აღჭურვილობაა აღბეჭდილი. აღსანიშნავია ასევე, რომ 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ ალ-შიფას საავადმყოფოში რეიდი დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)