|
2015-02-11 10:44:30, 1333 ნახვა
პოლიტიკა
გოგლა ჟვანია: დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდათ
გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას განცხადებით, ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულ ყველა დასკვნას იცნობს. როგორც ჟვანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, წინა ხელისუფლება ამერიკელების დასკვნის შინაარსის გაყალბებას სცდილობდა. გოგლა ჟვანიას თქმით, წინა ხელისფლებამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ბინძური სცენა დადგა. კერძოდ, გოგლა ჟვანის განმარტებით, ზურაბ ჟვანია დიეტაზე იყო, ღამით საჭმელს არ ჭამდა. აქედან გამომდინარე, გარდაცვლილი პრემიერის ძმა დარწმუნებულია, რომ სასმელი, ძეხვი და სხვა პროდუქტები ბინაში ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შემდეგ მიიტანეს. ამასთან, გოგლა ჟვანიას განცხადებით, დადგმული იყო სცენა, თითქოს ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდათ. "ერთია, რომ მოკლეს ადამიანი, მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს",-აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)