|
2023-11-16 09:13:11, 1133 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - სი ძინპინი დიქტატორია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ CNN წერს. ბაიდენს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ჩინეთის სახალხო ლიდერს დიქტატორად, რის პასუხადაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: "არის. დიქტატორია იმ გაგებით, რომ ის არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”. ბაიდენის თქმით, ჩინეთის მთავრობა აშშ-ის მთავრობისგან "სრულიად განსხვავდება". ცნობისთვის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტით იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ უკვე დასახელებულია შესაძლებლობად, რომ შემცირდეს უთანხმოება აშშ-ჩინეთს შორის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეობად მიიჩნევა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)