07:55 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 09:36:23, 751 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა - სი ძინპინი ჯო ბაიდენს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამერიკის შეერთებულ შტატებშია. როგორც Reuters-ი წერს, სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა შეერთებულ შტატებში, ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი ვიზიტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიზნებში პეკინთან ნორმალური კომუნიკაციის აღდგენა შედის.

გამოცემის ცნობით, 2017 წლის შემდეგ აშშ-ში პირველად მყოფი სი ძინპინი ჯო ბაიდენს ოთხშაბათს, დილის საათებში, სან-ფრანცისკოს ყურის ზონაში შეხვდება. 

ასევე ცნობილია, რომ ბაიდენთან აუდიენციის შემდეგ, სახალხო რესპუბლიკის ლიდერი აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ყოველწლიურ სამიტს დაესწრება.

როგორც Reuters-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტთან სამიტი იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერს შორის გაიმართა.

აღნიშნული შეხვედრა შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ უკვე დასახელებულია შესაძლებლობად, რომ შემცირდეს უთანხმოება აშშ-ჩინეთს შორის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშ მეტოქეობად მიიჩნევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics