|
2023-11-14 17:58:06, 1220 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები უკრაინასთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ
შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს - რუსები უბრალოდ არ მოაწერენ ხელს არანაირ შეთანხმებას კიევსა და მოკავშირეთა კოალიციასთან,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის "ქაოტურ დაბომბვას" გააგრძელებს. "მომავალში ის განახორციელებს ჩვენი ტერიტორიის ქაოტურ დაბომბვას, მაგრამ ძლიერი საომარი მოქმედებების გარეშე",- ამბობს ბუდანოვი. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოებს შორის ხანგრძლივი ომები იურიდიულად არ დასრულებულა და ამის მაგალითად ის ასახელებს რუსეთსა და იაპონიას, რომლებიც ოფიციალურად ომში არიან 1945 წლიდან, ვინაიდან კურილის კუნძულების სტატუსის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. „ეს ტერიტორიული პრობლემა უკვე 70 წელზე მეტია, ამიტომ, ეს სცენარი აქაც ძალიან სავარაუდოა, რადგან რუსეთის ფედერაციას აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მადა უკრაინასთან მიმართებაში, რაც ეხება არა მხოლოდ ყირიმს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ მადის დაკმაყოფილებას... ჯერჯერობით, რუსეთის ფედერაცია კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთში საწვავის მასშტაბურ კრიზისს, სურსათზე ფასების მკვეთრ ზრდას და სხვა საქონელსა და მომსახურებაზე. ეს ყველაფერი მათ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროს არყევს. 2025 წელს რეალური პრობლემები შეექმნებათ“,- აცხადებს ბუდანოვი. შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)