|
2023-11-14 11:10:43, 710 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ღაზას სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს
ღაზას სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, აშშ კონტაქტზეა ისრაელთან და არის მცდელობა, რომ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პაუზა მიიღონ. "ჩემი სურვილი და მოლოდინია, რომ საავადმყოფოსთან შედარებით ნაკლები არასასურველი ქმედებები იქნება განხორციელებული. კონტაქტზე ვართ ისრაელთან. ასევე, არის მცდელობა, რომ პაუზა მივიღოთ პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარელებთანაც. ასე რომ, გარკვეულწილად იმედი მაქვს, თუმცა საავადმყოფო დაცული უნდა იყოს," - თქვა ბაიდენმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას უმსხვილესი ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდ გადაიქცა. ამასთან, როგორც BBC წერს, ალ-შიფას საავადმყოფო, ღაზას ჩრდილოეთით მდებარეობს და ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბებში "ჰამასს" მართვის ცენტრი აქვს, თუმცა საავადმყოფო ამას უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)