08:45 - 29 Sep, 2026
|
2023-11-12 13:34:46, 869 ნახვა
მსოფლიო
IDF - ღაზას სექტორში ჰუმანიტარული პაუზა დღესაც გაგრძელდება
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული პაუზა დღესაც გაგრძელდება, რათა პალესტინელებმა ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასვლა შეძლონ. IDF-ის არაბულენოვანი სპიკერი, ვიცე-პოლკოვნიკი ავიჩაი ადრეი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს, რომ მოსახლეობის გადაადგილებისთვის სალაჰ ა-დინის გზა 7 საათის განმავლობაში ღია იქნება. გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალები ასახელებს კიდევ რამდენიმე ლოკაციას, სადაც "სამხედრო მოქმედებებში ტაქტიკურ პაუზას" გამოიყენებენ. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში, ყოველდღე 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს დაიწყებდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)