|
2023-11-10 10:01:48, 859 ნახვა
ეკონომიკა
შამუგია - საერთაშორისო გამოფენები ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მათ ღვინის სპეციალისტები და იმპორტიორები სტუმრობენ
8-10 ნოემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენა - ProWine Shanghai იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამოფენაზე ProWine Shanghai ქართული სტენდი დაათვალიერა და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. „საერთაშორისო გამოფენები ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მათ ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ProWine Shanghai-ს, ტრადიციულად, საერთო ჯამში, 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, პერსპექტიულ და პრიორიტეტულ ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კამპანიებს აღნიშნულ ბაზარზე; შედეგად, 2013 წლიდან, ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში The 108th China Food&Drinks Fair; ქართული ღვინის მასშტაბური სემინარი/დეგუსტაცია გაიმართა ჰონგ-კონგში; ჩატარდა ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამა-ტრენინგი, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა; ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ქალაქ შენჭენში გამართულ გამოფენაზე China Food & Drinks Fair 109. მიმდინარე წლის ბოლომდე, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ შანხაიში ქართული ღვინის მასტერკლასში და ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება დეგუსტაციაზე ხაინანის პროვინციაში. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობს მარკეტინგულ კომპანიებთან: Meiburg Wine Media და ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრთან (China National Research Institute of Food and Fermentation Industries Corporation Limited). გამოფენაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა იმყოფებოდნენ.
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)