|
2023-11-09 19:46:41, 895 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო - ევროკომისიის ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე უსამართლო და მიკერძოებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ევროკომისიამ ანგარიშში გააკრიტიკა თურქეთის "სერიოზული უკანდახევა" დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. "ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ უსაფუძვლო პრეტენზიებს და უსამართლო კრიტიკას, განსაკუთრებით პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და სასამართლო და ფუნდამენტურ უფლებათა თავთან დაკავშირებით', - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ევროკომისიამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არ იცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს ტერორიზმთან ბრძოლაში. თურქეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრალდებები უსამართლოა და ხაზი გაუსვა "ევროკავშირის მიდგომის არაგულწრფელობას და მკაფიო ორმაგ სტანდარტს" და დასძინა, რომ ფუნდამენტური უფლებების საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი სადავოა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)