|
2023-11-09 16:01:38, 919 ნახვა
მსოფლიო
ზალუჟნის თანაშემწის მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწის დაღუპვასთან დაკავშირებით, ბრალი წარუდგინეს მის კოლეგას, ოლეგ ტიმჩენკოს, რომელმაც გენადი ჩასტიაკოვს ხელყუმბარა აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ტიმჩენკოს ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობის ნებართვის გარეშე შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლით (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ელი ნაწილი) წარედგინა. „დადგინდა, რომ ოფიცერმა უნებართვოდ შეიძინა 8 ცალი უნივერსალური ხელყუმბარა და მიიტანა სამუშაო კაბინეტში. შემდეგ 6 ხელყუმბარა ხის სასაჩუქრე ყუთში ალკოჰოლურ სასმელთან ერთად ჩადო და გენადი ჩასტიაკოვს დაბედების დღეზე აჩუქა. ტიმჩენკო კიდევ 2 ხელყუმბარას ინახავდა სამუშაო კაბინეტის კარადაში, საიდანაც ისინი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ამოიღეს“,- აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში. ზალუჟნის პირველ თანაშემწეს, ოლეგ ტიმჩენკოს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე გენადი ჩასტიაკოვი საკუთარ სახლში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასევე დაშავდა მისი 13 წლის ვაჟი, რომელიც მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ჩასტიაკოვის მეუღლემ განაცხადა, რომ ხელყუმბარა, რომელიც ჩასტიაკოვს ხელში აუფეთქდა, სასაჩუქრე ყუთში იყო მოთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)