|
2023-11-08 16:46:46, 849 ნახვა
ეკონომიკა
დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, World Café სესიები მიმდინარეობს
სამიტს მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტის მეორე დღეს, World Café სესიების ფორმატში, მთავარი მომხსენებლები კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის ცენტრის ასოციაციის დირექტორი ერიკ ჰიკსი და კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის ცენტრის უფროსი მრჩეველი ჯიმ ბარბორაკი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტიპის სესიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრებსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების, ასევე გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განიხილონ ეროვნული პარკების განვითარების საკვანძო საკითხები და არსებული გამოწვევები. "სამიტის მონაწილეები სესიებზე განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ადგილობრივი თემების როლი დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვაში, ეროვნული პარკების დაცვა და კანონაღსრულება, მდგრადი ტურიზმის განვითარება, ფინანსური მდგრადობა, სისტემები და ტექნოლოგიები და ბიომრავალფეროვნების აღდგენის საკითხები. World Cafe სესიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს შორის მოხდა იდეების გენერირება, რომელიც ერთმანეთს წარუდგინეს. World Café სესიების დასრულების შემდეგ, მონაწილეები მოინახულებენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ქვაბისხევის მონაკვეთს, სადაც გაეცნობიან პარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და ტექნოლოგიებს, რომელთა საშუალებითაც ხდება ეროვნული პარკის დაცვა. დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ნოემბრის განმავლობაში მიმდინარეობს. ღონისძიებას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)