10:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 14:21:11, 873 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ICC-ის მოსამართლეზე, რომელმაც პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ძებნა გამოაცხადა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე სერხიო გერარდო უგალდე გოდინესზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლე სერხიო გოდინესი "რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით" იძებნება, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მუხლის დარღვევაში სდებენ მას ბრალს.

“სერხიო გოდინესი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით", - აღნიშნულია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს, ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ICC-ის პროკურორის, კარიმ აჰმად ხანისა და მოსამართლეების როსარიო სალვატორე აიტალას, სერხიო გერარდო უგალდე გოდინესისა და ტომოკო აკანეს წინააღმდეგ, ხოლო მაისში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კარიმ ხანსა და როსარიო აიტალას ბრალი დაუსწრებლად წაუყენა და ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ამასთან, 27 ივლისს, რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ტომოკო აკანეზე ძებნა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics