|
2023-11-08 11:21:17, 1078 ნახვა
მსოფლიო
იოავ გალანტი - ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზას შუაგულში იმყოფებიან
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზას შუაგულში იმყოფებიან. გალანტის თქმით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯარებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი და "მოქმედებდნენ". ნეთანიაჰუმ ღაზას მოსახლეობას მოუწოდა - "გთხოვთ, წახვიდეთ სამხრეთით". პრემიერ-მინისტრის მიერ ორშაბათს გაკეთებული კომენტარები, როდესაც მან თქვა, რომ ომის შემდეგ ისრაელი აიღებს "საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობას" ღაზას სექტორზე, სამშაბათს, მისი ომის კაბინეტის წევრმა განმარტა. როგორც სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა BBC-ის მსოფლიო სერვისს Newshour-ს უთხრა, ნეთანიაჰუ გულისხმობდა, რომ ისრაელი უზრუნველყოფდა ანკლავის დემილიტარიზებულ ზონად დარჩენას და არ დაიკავებდა და არ მართავდა ტერიტორიას. ცნობისთვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვია. რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 1 400-ია, 200-ზე მეტი კი, "ჰამასმა" მძევლად აიყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)