|
2023-11-07 10:57:27, 1184 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი ტირიფონის ბაღების ფინანსური პარტნიორია
ბაზისბანკი 2014 წლიდან ტირიფონის ბაღების საიმედო ფინანსური პარტნიორია. ამ დროის განმავლობაში, ბაზისბანკის მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, კომპანიამ გააშენა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები, რომელიც სრულად მოაწყო და აღჭურვა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნიკით. ტირიფონის ბაღები სრულად გამართულია უახლესი სარწყავი სისტემებით. 2019 წელს ტირიფონის ბაღებში სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო და დღეისათვის 1000 ტონა ვაშლის შენახვის შესაძლებლობის მქონე სამაცივრე საცავი აქვს, რომელიც არჭურვილია თანამედროვე დამხარისხებელი ხაზით, რომელიც ასევე ბაზისბანკის და USAID-ის მხარდაჭერით შეიძინა. სამაცივრე საცავი საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ ვაშლის შენახვის ღირსეული პირობები უზრუნველჰყოს და პრაქტიკულად შემდეგ სეზონამდე შეინახოს. „ბაზისბანკთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ, ერთობლივად შევძელით და გავაშენეთ პირველი ბაღი. შემდეგ ბევრი სხვადასხვა ნაბიჯი გადავდგით, გზადაგზა დავრწმუნდით იმაში, რომ აუცილებელი იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მაშინვე გამართვა. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი და მაღალკაპიტალდაბანდებიანი პროექტი გამოგვივიდა, თუმცა თუკი ვფიქრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი წამოწყება იყოს ბიზნესი, აუცილებელია, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს, ჰქონდეს სახურავი და წარმოების სტაბილიზაციის გეგმა. ამაში ძალიან დაგვეხმარა ის, რომ ბაზისბანკი ყოველთვის იყო მზად, რომ ჩვენ მუდმივად განვითარებაზე გვეფიქრა. მას შემდეგ, რაც მსხმოიარობის იმ მაჩვენებლებს მივაღწევთ, რაც ჩვენთვის არის სასურველი და სამაცივრე საცავს გავზრდით, მივიღებთ გადაწყვეტილებას არამხოლოდ ვაშლის ან მსხლის ჯიშების მიხედვით, არამედ შეიძლება სხვა სახეობის ხეხილიც გავაშენოთ. თუმცა ერთ რამეში კი მყარად ვართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მრავალწლიანი ნარგავობა და ხეხილი უნდა გავაშენოთ. ჩვენთვის ეს უკვე სპეციალობად იქცა“, - განაცხადა ტირიფონის ბაღების დამფუძნებელმა, ზურაბ გოჯიაშვილმა. „ტირიფონის ბაღები მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული და ბაზისბანკის მიერ მუდმივად ხორციელდება მათი მეურნეობის საჭიროებებზე მორგებული აგრო და ბიზნეს პროექტების დაფინანსება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის, ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით აგრო სექტორის განვითარებას და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის“, - აცხადებს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ნოზაძე. ბაზისბანკის და ტირიფონის ბაღების პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)