|
2023-11-06 13:35:29, 755 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ანკარაში ჰაკან ფიდანს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამის შესახებ CNN წერს. ანკარაში გამართულ შეხვედრამდე სახელწიფო დეპარტამენტი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ფიდანთან ღაზას სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილების აუცილებლობას გაუსვამდა ხაზს. ბლინკენი ისრაელსა და ღაზას სექტორში "სამოქალაქო პირების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობაზეც" ისაუბრებდა, როგორც ამას სახდეპი იტყობინება. CNN წერს, რომ თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, არ არის მოსალოდნელი, რომ ენტონი ბლინკენი შეხვდეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც "ღაზაში ისრაელის ქმედებებს" მკაცრად გმობს და ამბობს, რომ თურქეთი ისრაელის "ომის დამნაშავედ" გამოცხადებას გეგმავს. ერდოღანი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ აღიარებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კომუნიკაციას წყვეტს. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთამდე ერაყს, ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროსა და კვიპროსს ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)