|
2023-11-02 21:51:33, 774 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - სომხეთის ხელისუფლება სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან მიზანმიმართულად ანგრევს
სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანგრევს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, ერევანმა უნდა იცოდეს, რომ "ეს არის დემონსტრაციული ფლირტი მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანას". „თავად ფაშინიანი სტეფანჩუკს გრანადაში შეხვდა. ერევანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის დემონსტრაციული ფლირტი მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანას. სხვა განმარტება არ არსებობს. სამწუხაროა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად და დაჟინებით ანგრევს ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ თავად უწოდებდნენ სომხეთის სტაბილურობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)