|
2023-10-31 15:24:38, 672 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა - 3,3 მილიარდი აშშ დოლარი
პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლებმა 3,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და ტურიზმის ინდუსტრიიდან რეკორდული შემოსავალია ქვეყნის ეკონომიკაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შესახებ კომენტარისას განაცხადა. ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენა ძალიან სწრაფი, ჯანსაღი დინამიკით მიმდინარეობს. „რა თქმა უნდა, ეს არის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ გავზარდოთ ტურისტული ნაკადები ჩვენს ქვეყანაში, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები ევროპის, ყურის ქვეყნების, ასევე ეგრეთწოდებული „შორი მანძილის" ქვეყნებიდან. როგორც დღეს გამოქვეყნებული შედეგები ადასტურებს, ეს ყველაფერი ძალიან დადებითად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, შემოსავლების ზრდასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი - 3,251,651,900 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 25.9% ით აღემატება. 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 29.2%-ით. მისივე თქმით, 2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.4%-იანი ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 5.3%-ით (72,468,664 აშშ დოლარით).
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)