|
2023-10-31 12:00:12, 879 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სამშენებლო სექტორის B2B ფორუმი გაიმართება
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის, GIZ და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და GCMC-ის ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო რუმსში, სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება 3 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების მიზანი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, ადგილობრივი წარმოების და ბაზრის განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობაა. ფორუმის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები პრეზენტაციებს წარადგენენ და მასალების მწარმოებლებსა და დეველოპერულ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება. ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე : დეველოპერული და სამშენებლო მასალების წარმოების სექტორების მიმოხილვა და პროგნოზები. "ჩვენი ქვეყანა სამშენებლო მასალების კუთხით დიდწილად იმპორტზე არის დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში წარმოების ხარისხი, მრავალფეროვნება და მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გვინდა, რომ იმპორტდამოკიდებულები ჩანაცვლდეს და ადგილობრივმა წარმოებამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სამშენებლო სექტორში. შესაბამისად, ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასა და სამშენებლო სექტორს შორის ბიზნეს კავშირების გამყარებას. კლასტერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ გაყიდვების ხელშეწყობაა, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს B2B ღონისძიება სექტორს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს მარიამ ცაიშვილი, სამშენებლო მასალების კლასტერის (gcmc) ხელმძღვანელი. „საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღნიშნული ღონისძიებაც ამის დასტურია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, სამშენებლო B2B ფორუმი იმართება, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას და მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. რეგისტრაცია შესაძლებელია ხვალ საღამომდე, მსურველები ეწვიეთ ბმულს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „საქართველოს ბანკი“, GIZ, GNARE, ICCA, FIABCI Georgia, Enterpreneur, Business Insider Georgia, BMG, Prospect
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)