14:25 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 20:15:03, 908 ნახვა

ეკონომიკა
გურამ გურამიშვილმა რუმინელ კოლეგასთან შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ადრიან ფოგის შეხვდა და მასთან შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ჩამოყალიბების შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხი განიხილა.
 
შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვა - კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებაზე ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების ფარგლებში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუმინეთის მნიშვნელობას რეგიონულ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროცესებში. მისი თქმით, რუმინეთს, როგორც საზღვაო მიმართულებით ევროკავშირის მომიჯნავე ქვეყანას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან  ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის კუთხით.
 
საუბარი შეეხო საქართველოსა და რუმინეთს შორის შავ ზღვაზე საზღვაო-საბორნე მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე შავი ზღვის ბოჭკოვანი კაბელის პროექტს და სხვ.
 
დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავების მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics