12:11 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 13:05:09, 808 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევრო დაბლოკეს

უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი  €50 მილიარდი ევრო დაბლოკეს, ამის შესახებ REUTERS იუწყება. 

 უნგრეთის და სლოვაკეთის პრორუსი პრემიერ-მინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო უკრაინისთვის €50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების დამტკიცების წინააღმდეგები არიან. 

 ორბანმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას მანამ, სანამ „ ძალიან დასაბუთებულად არ აუხსნიან“ ამ თანხის დამტკიცების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ფიცოს თქმით კი უკრაინაში „კორუფციული  რისკების“ გამო სარისკოა ამხელა თანხის ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცება კიევისთვის.

სლოვაკეთის მემარცხენე ლიდერი რობერტ ფიცო ქვეყნის პრემიერმინისტრი უკვე მეოთხედ გახდა. რობერტ ფიცო და მის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ 25 ოქტომბერს დაამტკიცა.

რობერტ ფიცოს პარტიამ Smer - SD ცენტრისტულ მემარცხენე პარტია HLAS და ნაციონალისტური SNS პარტიებთან ერთად შექმნა კოალიცია.

ფიცო სლოვაკეთის პრემიერმინისტრობიდან 2018 წელს გადადგა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფციისა და ჟურნალისტის მკვლელობის გამო ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა.

რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოირჩეოდა პრორუსული და ამავდროულად NATO-ს, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics