|
2023-10-25 12:35:35, 758 ნახვა
მსოფლიო
მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინა-მოლდოვას კანონმდებლები ასამბლეას დამკვირვებელ წევრებად შეუერთდნენ
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები იქამდე, სანამ ორი ქვეყანა ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებას ელოდება. აღნიშნულის შესახებ რობერტა მეცოლამ POLITICO-სთან ინტერვიუში განაცხადა. მეცოლას თქმით, თუ ქვეყანა ევროპისკენ პოლიტიკურად იხედება, მაშინ ევროპამ "კარები ფართოდ უნდა გააღოს". "არ დავუშვათ შეცდომა: თუ ქვეყანა პოლიტიკურად ევროპისკენ იყურება, მაშინ ევროპამ კარები ფართოდ უნდა გააღოს. [...] ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში", - განაცხადა მეცოლამ. ამასთან, როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან ისაუბრებს და განიხილავს იგივე შეთავაზებას დასავლეთ ბალკანეთის ექვსი კანდიდატი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლის სტატუსი ნიშნავს, რომ დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და იქნებიან ევროპარლამენტში დანიშნული და არა არჩეული წევრები. თუმცა, მოქმედი წესების მიხედვით, ქვეყნები ევროპარლამენტის საქმიანობაში წარმომადგენლობას მხოლოდ ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანების შემდეგ იღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)