13:36 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 19:24:22, 977 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა

თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც Reuters წერს, თურქეთის პრეზიდენტმა ოქმს ხელი დღეს მოაწერა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

მანამდე, ერდოღანი აცხადებდა, რომ შვედეთი ჯერ მზად არ იყო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, რადგან ნატოს ქვეყანას უნდა ჰქონოდა ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics