19:54 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 13:11:55, 1665 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტმა განაცხადა.

ფლასბარტის თქმით, აღნიშნული თანხა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს, სასმელი წყლის მიწოდებას და უკრაინის ურბანული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

გარდა ამისა, ფლასბარტმა ხაზი გაუსვა უკრაინის ეკონომიკის ძირითადი სექტორების, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ოქტომბერს გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელშიც უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics