13:35 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-21 11:15:03, 934 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, პრემიერ-მინისტრის ოფისისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტესა და იორდანიაში საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა.

„ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა", - ვკითხულობთ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics