14:25 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 16:12:18, 759 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ, ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს

„ჰამასის“ დამარცხების შემდეგ ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქსენეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Time of Israel ავრცელებს.

გალანტმა სხდომაზე ისრაელის საომარი გეგმებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელის მიზნები „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიკვიდაცია მოიცავს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ომი სამი ძირითადი ეტაპით წარიმართება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით პირველ ფაზაში, რომელშიც მიმდინარეობს საჰაერო თავდასხმები და მოგვიანებით კი, სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია, დაამარცხოს „ჰამასი“ და გაანადგუროს მათი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გალანტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics