|
2015-02-10 17:52:36, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ლასლო კოვერის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე. აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტური განხორციელება და ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დროული დასრულება საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებულ გამოწვევები განიხილეს. შეშფოთება გამოითქვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. „შეთანხმებების“ გაფორმების გამო, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეფასდა. შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)