15:18 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 04:13:08, 760 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები ღაზაში ამ უპრეცედენტო სისასტიკის შესაჩერებლად

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირდაპირ დაადანაშაულა ისრაელი ღაზას სექტორში საავადმყოფოზე თავდასხმაში.

„შეტევა საავადმყოფოზე, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, არის ისრაელის თავდასხმების უახლესი მაგალითი, რომელიც მოკლებულია უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებს. მოვუწოდებ მთელ კაცობრიობას, მიიღოს ზომები ღაზაში ამ უპრეცედენტო სისასტიკის შესაჩერებლად“, - წერს ერდოღანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ცაჰალი აცხადებს, რომ ოპერატიული სისტემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ განხორციელდა მტრის სარაკეტო იერიში ისრაელის მიმართულებით, რომელიც დაეცა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე წყაროდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ წარუმატებელ სროლაზე, პასუხისმგებელია ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics