02:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 11:02:11, 868 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე შეტევის დროს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური, მერად აბუ მერადი მოკლეს.

IDF-ის ცნობით, ის ჰამასის საჰაერო სისტემას ხელმძღვანელობდა და გასული კვირის თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდა.

ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 900-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics