19:19 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-10 22:46:16, 1043 ნახვა

მსოფლიო
დანიამ და შვედეთმა პალესტინას ფინანსური დახმარება შეუჩერეს

დანიამ პალესტინას ფინანსური დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ დანიის განვითარების თანამშრომლობისა და გლობალური კლიმატის პოლიტიკის მინისტრმა, დენ იორგენსენმა დანიურ მაუწყებელს განუცხადა.

იორგენსენის თქმით, დანიისთვის მიუღებელია ტერორიზმი და აგრესია, აქედან გამომდინარე ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ფული ირიბად ზემოთ ხსენებულის მხარდაჭერას მხარს არ უჭერს.

"მიუღებელი ქმედებები, ტერორიზმი და ყველაზე უარესი აგრესია მოხდა. ჩვენ, ბუნებრივია, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დანიის ფული ამას ირიბად არ უჭერს მხარს", - განმარტა მან.

პალესტინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ შვედეთის განვითარების მინისტრმა, იოჰან ფორსელმაც განაცხადა,

"ჩვენ არ გვინდა, რომ შვედი გადასახადის გადამხდელების ფული გადავიდეს იმ სუბიექტებზე, რომლებსაც არ აქვთ მკაფიო შეხედულება აბსოლუტურად ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებშიც ისინი უარყოფენ ტერორიზმს. მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდება და არ შეჩერდება ამ გადაწყვეტილების შედეგად", - თქვა ფორსელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
The Atlantic: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების იდეას პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ
DataIQ-მ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკის, AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
უკიდურესად მიუღებელია - ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics