|
2015-02-10 16:07:14, 1274 ნახვა
პოლიტიკა
კვერენჩხილაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა მხოლოდ 28 კაციანი სიიდან მოხდება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა მხოლოდ პრეზიდენტისთვის წარდგენილი 28 კაციანი სიიდან მოხდება. კითხვაზე-თუ არსებობს თეორიული შანსი, რომ პრეზიდენტმა საერთოდ სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს და ის არ იყოს 28 კაციან სიაში, კვერენჩხილაძემ ასე უპასუხა: "არა, ეს პროცესი სწორედ ამისთვის არის წარმართული. საზოგადოების მონაწილეობით, პროფესიული წრეების, აკადემიური პერსონალის, სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ მოხდა წარმოდგენა და რა თქმა უნდა ამ სიიდან მოხდება შერჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ. ცნობისთვის, საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა. 36 წარდგენილ პირთაგან, რვამ თავისი კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)