20:42 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 22:23:53, 1369 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება

პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინისთვის დღეს იარაღის მიცემა ძვირია, თუმცა ისინი არ ამბობენ მთავარს - ხვალინდელი შედეგები უფრო ძვირი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინას იმისთვის, რომ გადაარჩინოს ქვეყანა და ხალხი, საარტელარიო ჭურვები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

"უკრაინას სჭირდება საარტილერიო ჭურვები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ქვეყნისა და ხალხის გადარჩენა - აი რა არის იარაღი ჩვენთვის აქ და ახლა.

მაგრამ თქვენ [პარტნიორებს] ნამდვილად გჭირდებათ, რომ უკრაინას ჰქონდეს საარტილერიო ჭურვები, შორ მანძილზე მოქწმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. საქმე ეხება არსებობას, წესებს, მომავალს. ახლა შევაჩეროთ რუსეთი თუ დაველოდოთ, სანამ რუსეთის სისხლისმსმელი ამბიციები მნიშვნელოვნად გაიზრდება?", - დასძინა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics