|
2015-02-10 15:56:32, 1392 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი: რიგის სამიტზე მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს
“რიგის სამიტზე ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს“, -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უნგრულ-ქართულ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანსპორტო პოტენციალი გააჩნია. მედიისთვის გაკეთებული განცხადებებიდან ცნობილი გახდა, რომ აპრილში თბილისში უნგრეთის სავაჭრო ოფისი გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)