|
2023-10-02 18:14:40, 687 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება
უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, რომელიც მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გაფართოვდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში საგარეო საქმეთა მინისტერილის დაწყებისას განაცხადა. გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევში მიმდინარე შეხვედრაში ღიად განიხილება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები, რომელთა შორის მან დაასახელა სასამართლო სისტემის სამართლებრივი ცვლილებები, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. „ევროკავშირის სგარეო საქმეთა მინისტრების ამ შეხვედრით ევროკავშირი გადავიტანეთ იქ, სადაც ევროპის გული მოცემულ მომენტში ყველაზე ძლიერად ძგერს – აქ, კიევში, უკრაინაში. უკრაინის მომავალი ევროკავშირში, თავისუფლების ჩვენს გაერთიანებაშია და ის მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე გადაიჭიმება. თითოეული სოფლით, თითოეული მეტრით, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, თითოეული მეტრით, სადაც ის ადამიანებს იხსნის, ის ასევე აგებს გზას ევროკავშირისკენ. და ჩვენ, ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. კიევში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პირველი მინისტერიალია, რომელიც ბლოკის ფარგლებს გარეთ იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)