|
2023-09-25 14:40:04, 1795 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ დონეცკში სამხედრო ცენზურა და კომენდანტის საათი დააწესეს
დროებით ოკუპირებულ დონეცკში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ცენზურა და კომენდანტის საათი დააწესეს. შესაბამის განკარგულებას ხელი ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა მოაწერა. განკარგულების მიხედვით, რეგიონში კომენდანტის საათი სამუშაო დღეებში 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს. ახალი განკარგულებით, იკრძალება მიტინგების, დემონსტრაციების, მარშების, პიკეტებისა და გაფიცვების მოწყობა. ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უწყებებისაგან თანხმობის გარეშე, იზღუდება ნებისმიერი სახის მასობრივი შეკრების უფლებაც. ამასთან, დაწესდა სამხედრო ცენზურა, რომელსაც მოსახლეობის სატელეფონო ზარები, შეტყობინებები და საფოსტო გზავნილები ექვემდებარება. დოკუმენტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკა გააძლიერებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე სამხედრო, მნიშვნელოვანი სამთავრობო, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ობიექტების დაცვას. გარდა ამისა, რეგიონში დაიწყო მოგზაურობის აკრძალვა თანამდებობის პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისა და ყოფილი სამხედროებისთვის (გასვლის ნებართვა უნდა მიიღოთ ერთი თვით ადრე). ასევე დააწესდა კომუნიკაციის სპეციალური რეჟიმი მეზობელ რეგიონებთან. რეგიონის ე.წ. საზღვრებზე კი, „ფილტრაციისა და საკონტროლო პუნქტები“ დამონტაჟდება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)