15:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 10:43:24, 1403 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად პუტინმა შოიგუს ერთთვიანი ვადა მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად ერთთვიანი ვადა მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ISW-ის წყაროს ცნობით, თუ ინფორმაცია მართალია, რუსეთის არმიის მეთაურებმა, შესაძლოა, დაუნდობელი შეტევების ბრძანება გასცენ იმის იმედით, რომ უკრაინელებს კონტრშეტევის დასრულებას აიძულებენ, თუნდაც ეს რუსეთის არმიას ძვირად დაუჯდეს.

"ინსაიდერის განცხადება, თუკი ის სიმართლეა, მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის მეთაურობა, შესაძლოა, დაუნდობელი კონტრშეტევების ბრძანებებს გასცემს, რათა უკრაინული კონტრშეტევა კულმინაციამდე მიიყვანოს, თუნდაც რუსული სამხედრო პოტენციალის ხარჯზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ISW-ის ცნობით, პუტინმა უკრაინის კონტრშეტევის დაწყება პირველად, 9 ივნისს აღიარა. ამასთან, მან ორი ძირითად ნარატივს გაუსვა ხაზი: 1. უკრაინული ძალები ვერ მიაღწევენ მნიშვნელოვან შედეგებს. 2. ისინი განიცდიან მძიმე დანაკარგებს, როგორც პერსონალის, ისე დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მხრივ.

"პუტინი და კრემლი წარმოადგენენ რუსეთის თავდაცვით ოპერაციებს, როგორც დიდ გამარჯვებას ბრძოლის ველზე. და რუსეთის მუდმივი კონტრშეტევები საშუალებას აძლევს კრემლს, განაცხადოს, რომ ეს ოპერაციები არის ინდივიდუალური გამარჯვება ფრონტის სხვა სექტორებში რუსეთის წარმატების ზოგადი ნაკლებობის ფონზე",- წერს ISW.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics