16:03 - 20 Aug, 2026
|
2023-09-18 19:57:16, 1417 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - უკრაინულმა ძალებმა ბახმუტთან რუსი ოკუპანტების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს
უკრაინულმა ძალებმა ბახმუტთან რუსი ოკუპანტების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა. სირსკიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით ზოგადი მდგომარეობა კვლავ რთულია და რომ მტერი იქ უარს არ ამბობს თავის განზრახვაზე, განაახლოს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებით. „ჩვენი ჯარების წარმატებული ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი გავარღვიეთ, რომლის დახურვაც მან სცადა და ბრძოლაში ჩააგდო ყველა არსებული რეზერვი“, - დასძინა სირსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)