|
2023-09-18 18:56:19, 1054 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის პრესმდივანი - ევროკომისია აგრარული პროდუქციის იმპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად კიევისგან ნაბიჯებს ელოდება
ევროკომისია ელოდება კიევისგან ნაბიჯებს აგრარული პროდუქციის იმპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის პრესმდივანმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა. მისივე თქმით, კიევში მზად არიან, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინული აგრარული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი არ გაიზრდება. „ჩვენ უკრაინასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ მომდევნო 30 დღეში ისინი აამოქმედებენ აგრაგრული პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო სისტემას. ასევე, კიევში აცხადებენ, რომ მზად არიან, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინული აგრარული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი არ გაიზრდება. ჩვენ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში, სადაც ამას განვიხილავთ და უკრაინა წარმოადგენს ზომებს, რომლებიც კიევმა მიიღო, ასევე სამოქმედო გეგმას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესმდივანმა. ცნობისთვის, 15 სექტემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვა აღარ გახანგრძლივდება, იმ პირობით, რომ კიევი ექსპორტის შემზღუდავ ზომებს მიიღებს. მიუხედვად ამისა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს, უკრაინული აგრაგრული პროდუქციის იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები შემოიღონ. კიევში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებენ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)