01:48 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 12:25:39, 930 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი ამოწმებს ცნობებს „ვაგნერის“ მებრძოლების ქვეყანაში ჩასვლის შესახებ

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური (NSS) ამოწმებს მედია პუბლიკაციებს "ვაგნერის" მებრძოლების სომხეთში დიდი რაოდენობით ჩასვლის შესახებ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათზე, ოპოზიციონერი დეპუტატის, აგნესა ჰამოიანის კითხვას უპასუხა, „ეძებს თუ არა უშიშროება "ვაგნერელებს“.

„რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს "ვაგნერელების" ძებნაში, სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, უპასუხონ პრესაში გავრცელებულ პუბლიკაციებს და ეს არის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ნორმა. როგორც ვიცი, ასეთი პუბლიკაცია იყო "ტელეგრამების" არხებში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს გამოქვეყნებულ ინფორმაციას მისი იურისდიქციის ფარგლებში და ამაში უჩვეულო არაფერია“, - უპასუხა პრემიერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რამდენიმე სომხური ტელეგრამის პუბლიკაციებს უწოდა, რომ სომხეთში არის "ვაგნერის" PMC-ის 3000 მებრძოლი, რომლებიც ადგილობრივი ძალების მხარდაჭერით ამზადებენ გადატრიალებას და მთავრობის დამხობას პრემიერის მეთაურობით. 

ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა ამ ბრალდებებს სისულელე უწოდა, იუწყება Radio Azatutyun.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics