|
2015-02-10 14:33:53, 1251 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია მადრიდის მერს შეხვდა
ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია მადრიდის მერს ანა ბოტელას შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სპორტისა და ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდა. როგორც მადრიდის მერმა განაცხადა, ის მზადაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს თბილისს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, რადგან მადრიდს ორივე მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია. მერიის ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ როგორც ტურიზმისა და სპორტის, ისე ეკონომიკის, ქალაქგეგმარებისა და სხვა მიმართულებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით უფრო დეტალურად იმუშავებენ. ორი ქალაქის მერმა ასევე განიხილა ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხი და თბილისსა და მადრიდს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა. დავით ნარმანიამ მადრიდის მერი საქართველოში ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად მიიპატიჟა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)