15:20 - 20 Aug, 2026
|
2023-09-12 22:18:03, 1580 ნახვა
ომი უკრაინაში
დანია უკრაინას 830 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
დანია უკრაინას 830 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ, მე-12 პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს, აუცილებელია, რომ დანიამ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა გააგრძელოს. "დანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 830 მილიონი დოლარი იქნება. მასში შედის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სხვადასხვა საბრძოლო მასალა და საზენიტო იარაღი", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)