|
2023-09-08 11:44:45, 998 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა WizzAir-ის პრეზიდენტ რობერტ კერისთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, უნგრული ავიაკომპანიის WizzAir-ის პრეზიდენტს, რობერტ კერის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი. „შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება. ვიცე-პრემიერმა უნგრული ავიაკომპანიის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ, სადაც უნგრული ავიაკომპანია არის ბაზირებული. აღინიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტში 18 თვეში ექსპლუატაციაში იქნება შესული 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ავიაციის სწრაფი აღდგენის ტენდენციებზე საქართველოში, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ტურისტული სფეროს განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებაა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეების WizzAir - ში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ერთობლივ შემუშავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ უნგრული ავიაკომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა WizzAir შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის საქმიანობა საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია WizzAir-ისთვის, საიდანაც მგზავრთნაკადმა 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ითქვა, რომ WizzAir-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს მგზავრების გადაყვანის კუთხით. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხი. ითქვა, რომ 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დაგეგმილია ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდით ოპერირების დაწყება ქუთაისის აეროპორტში 1 (ერთი) ახალი ევროპული მიმართულებით - კოპენჰაგენი, რის შედეგადაც ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს შეადგენს, მათ შორის, 20 მიმართულება კი ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)