|
2023-09-07 11:54:18, 1031 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ურეკში ახალი სასტუმრო შენდება
ბაზისბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას. აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში და ბაზისბანკთან პარტნიორობით, ურეკში კიდევ ერთი ახალი, 16 ნომრიანი აპარტამენტის ტიპის სასტუმრო „ალფა“ შენდება. პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკმა 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო. სასტუმროს დასრულება და პირველი სტუმრების მიღება 2024 წლის ივლისში არის დაგეგმილი. სასტუმრო ზღვის პირველ ზოლში იქნება განთავსებული და სრულად ორიენტირებული როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორთა ინტერესებზე. სასტუმრო „ალფა“ სტუმრებს მყუდრო ეზოს, დასასვენებელ სივრცეს, პარკინგსა და რეცეფციის 24 საათიან მომსახურებას შესთავაზებს. „ჩვენი სასტუმრო ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას იქნება განთავსებული და პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის იზრუნებს სტუმრების მაქსიმალურ კომფორტზე. ჩვენსა და ბაზისბანკს შორის პარტნიორობით, შავი ზღვის სანაპიროს კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის სასტუმრო შეემატება, რომლის ყველა ნომერი აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილების სისტემით, სამზარეულოთი, სველი წერტილითა და სხვა ატრიბუციით, რაც აუცილებელია სტუმრის კომფორტის უზრუნველსაყოფად. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს აღნიშნულ პროექტში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებას.“ - განაცხადა სასტუმრო ალფას მენეჯერმა, ინგა ალფაიძემ. „ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით და საქართველოს მასშტაბით, ბანკის მიერ აქტიურად ფინანსდება ახალი სასტუმროების მშენებლობა. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.“ - აღნიშნა ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონის უფროსმა, ნათია ბერიძემ.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)