04:16 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 17:15:47, 930 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა პრიგოჟინის დაჯგუფების წევრებს უბრძანა, რუსეთისადმი ერთგულების ფიცს ხელი ოფიციალურად მოაწერონ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს. 

Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ განკარგულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა. 

დოკუმენტში წერია, რომ ყველა, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმე ტიპის ქმედებას ახორციელებს, ვალდებულია, რუსეთისადმი ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადოს. 

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, დაახლოებით 18:20 საათზე, რუსეთის ტვერის რეგიონში, კერძო თვითმფრინავი Embraer ჩამოვარდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ირწმუნება, რომ ბორტზე, დადასტურებული ცნობით, სამხედრო გაერთიანება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics