12:26 - 20 Aug, 2026
|
2023-08-24 15:22:55, 1428 ნახვა
ომი უკრაინაში
The Guardian - ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს
ნორვეგია უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ცნობისთვის, 18 აგვისტოს აშშ-მა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინა თვითმფრინავებს პილოტების მომზადების დასრულების შემდეგ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებისა და დანიის შემდეგ ნორვეგია მესამე ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)