12:26 - 20 Aug, 2026
|
2023-08-24 09:45:19, 1466 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი და ათამდე ობიექტი. "შუაღამე ძლიერი აფეთქებები დნიპროში. მტერმა ქალაქს რაკეტებით დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის დამცველებმა ჩამოაგდეს. განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი. დაშავდა 7 ადამიანი - 3 მამაკაცი და 4 ქალი. დაზიანებულია ათეული ობიექტი. მათ შორისაა ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, სასტუმრო, სასოფლო-სამეურნეო კომპანია, ავეჯის საწარმო და ადმინისტრაციული შენობა. ასევე - ორი საცხოვრებელი კორპუსი, 3 ავტობუსი და რამდენიმე მანქანა",- წერს ლისაკი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)