|
2023-08-23 08:52:42, 1543 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსებაა
სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსება და კლასიკური ოკუპანტისა და კრიმინალის სამართლებრივი დაუსჯელობაა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. პოდოლიაკის თქმით, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი ინვესტიციაა ომის შემდგომ ეტაპებში. 'ნათელია, რომ განმეორებითი საბედისწერო შეცდომები კაცობრიობის ისტორიის უბედურებაა. თუმცა, ჯერ კიდევ აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი კომპრომისი, ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი ინვესტიციაა ომის შემდგომ ეტაპებში. სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა არის არა მხოლოდ წახალისება, არამედ უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსება და კლასიკური ოკუპანტისა და კრიმინალის სამართლებრივი დაუსჯელობა",- წერს პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)