12:27 - 20 Aug, 2026
|
2023-08-21 11:23:56, 1554 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მახლობლად 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს
გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მახლობლად 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს. მალიარის თქმით, უკრაინელი დამცველები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე წინ მიიწევენ "ჩვენი ჯარები სამხრეთ ფლანგზე, ბახმუტის გარშემო წინ მიიწევენ. გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელებმა [ბახმუტის მახლობლად] 3 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლეს. საერთო ჯამში, ბახმუტის გარშემო 43 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული",- განაცხადა მალიარმა. მისივე თქმით, უკრაინელი დამცველები კონტრშეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით აგრძელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)