|
2023-08-17 22:18:42, 1855 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გვარდია - აზოვის ბატალიონი, რომელიც მარიუპოლს იცავდა აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა
აზოვის ბატალიონი, რომელიც მარიუპოლს იცავდა აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, მიკოლა ურშალოვიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, აზოვის მებრძოლებს დაკავებული მონაკვეთი საიმედოდ იცავენ და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მძიმე დანაკარგებს აყენებენ. ''ლეგენდარული სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მოქმედებების შესრულება სერებიანსკის ტყის რაიონში'' - თქვა ურშალოვიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში აზოვსტალის დაცვის ლიდერები, მათ შორის აზოვის მეთაური დენის პოკოპენკო, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვმა თურქეთში გაგზავნა, შეთანხმებით, რომ ისინი თურქეთში ომის ბოლომდე დარჩებოდნენ. თუმცა, 2023 წლის ივლისში აზოვის მებრძოლები სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, როცა ის თურქეთში გამართული ვიზიტიდან ბრუნდებოდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)