|
2023-08-17 12:27:53, 1531 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა გაითვალისწინოს ტვირთების გადაზიდვის დროს
ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისთვის ეფექტურად ორგანიზებული ლოგისტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესის განვითარებაში. ლოჯისტიკა და ბიზნესი მჭიდრო ურთიერკავშირში იმყოფებიან. თანამედროვე ბიზნესი წარმოუდგენელია ინფორმაციული ნაკადების მოპოვების, დამუშავების და გაცვლის გარეშე. ასევეა ლოგისტიკაც, რომელის გარეშეც დღეს ძალიან ბევრი ბიზნესის არსებობა წარმოუდგენელია. როდესაც , ბიზნესი იზრდება და ფართოვდება, ის უფრო მეტად ეყრდნობა ეფექტურად ორგანიზებულ მიწოდებას, რაც მოიცავს დახვეწილ ლოგისტიკას. ლოგისტიკის სარგებლიანობა განისაზღვრება იმ მოსალოდნელი დანაკარგის თავიდან აცილების სიდიდით, რომელიც წარმოიშვება მაშინ, როდესაც რაიმე გვაკლია, საჭირო ადგილზე და საჭირო დროს. მომხარებელი ხარისხის ან რაოდენობის გარდა დიდ ყურადღებას ანიჭებს ხელმისაწვდომობას. ლოგისტიკა კი მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ითვლება მომხარებლისთვის ღირებულებების შესაქმნელად. დღესდღეობით, წარმატებული ბიზნეს გადაწყვეტილებები ციფრული ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიური განვითარების გარეშე სასურველ შედეგს არ იძლევა. ლოგისტიკა განვითარებისთვის აუცილებელი ხელჩასაჭიდი ბერკეტია, რომელსაც აქვს ძალა მიწოდების პროცესები გაამარტივოს. ასევე, ეხმარება ბიზნესებს თავიანთი ტვირთბრუნვა გახადონ გამჭვირვალე და ეფექტური. როგორ ხდება ტვირთების გადაზიდვა Translive-ის მეშვეობით?ლოგისტიკა მსოფლიო ეკონომიკის ერთ - ერთი მამოძრავებელი ძალაა. ლოგისტიკის ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად ვაწყდებით შემდეგ გამოწვევებს: ტრანსპორტირების ფასები; დროის მენეჯმენტი; მომხარებლის მომსახურეობის გაუმჯობესება; მიწოდების ჯაჭვის ხილვადობის გაუმჯობესება და ა.შ. აღნიშნულ გამოწვევებს საქართველოში არსებული ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Translive.ge პასუხობს. მისი შექმნის პროცესში უპირატესობა მიენიჭა სიმარტივეს, სისწრაფეს, გამარტივებულ ლოგისტიკურ პროცედურებსა და ეფექტურ მიწოდების ჯაჭვს. Translive-ის მეშვეობით თქვენ სარგებლობთ 24 საათიანი ინფორმაციით ტვირთის ადგილმდებარეობაზე, ეს ყველაფერი ხორციელდება ჩვენთან კავშირის გარეშე, თქვენს პირად კაბინეტში, რაც იძლევა პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში Translive-ის გუნდთანაც გაქვთ შეუფერხებელი კომუნიკაცია. Translive – ის უპირატესობას წარმოადგენს: სიმარტივე, მოქნილობა, მეტი კონტროლი, უფრო სამართლიანი ფასის მიღების შესაძლებლობა, უფრო უკეთესი გადამზიდავის და ავტომობილის სწრაფად შერჩევის შესაძლებლობა და რაღა თქმა უნდა - დაცულობა. Translive არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ჯერ აერთიანებს ქართულ, ყაზახურ, თურქულ, აზერბაიჯანულ და უკრაინულ გადამზიდ კომპანიებს. მისი საშუალებით ხორციელდება როგორც სახმელეთო გადაზიდვები, ასევე საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო. შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტვირთის ტრანსპორტირება როგორიცაა: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები.
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)